საწრეო მუშაობა

წრის მოკლე დახასიათება: საწრეო მუშაობის შეხვედრები ტექსტიანი ამოცანების გაგება-გააზრებაზე იქნება ორიენტირებული
სამიზნე გჯუფი: სსიპ ქალაქ თბილისის N45 საჯარო სკოლის მე-24 კლასის   მოსწავლეები:
1. ლიზი ჩალაძე                           
2. ანი ომანაძე                                
3.ალეკო ტალახაძე
4. საბა ახვლედიანი
5.თამარ აქუბარდია
წრის ხელმძღვანელი: დაწყებითი კლასის მასწავლებელი სოფიო კალანდია
წრის ხანგრძლივობა: 2017-2018 სასწავლო წლის მეორე სემესტრი. კვირაში ორი დღე: ოთხშაბათი, პარასკევი. 20 შეხვედრა. თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა 30 წთ.
აქტუალობა: დაწყებით კლასებში მათემატიკის უნარების განვითარება ზოგადი განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა და ნებისმიერ სფეროში წარმატების მიღწევის აუცილებელი წინაპირობაა.
მათემატიკაში მოსწავლეთა უმრავლესობისთვის ტექსტიანი ამოცანების გაგება-გააზრება ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და კომპლექსურ პრობლემად. ჩვეულებრივ, ტექსტიანი ამოცანების ამოხსნის დროს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ამოცანის შინაარსის გააზრებას და ძირითად აქცენტს  აკეთებენ სასიგნალო ტერმინების  მიგნება-ამოცნობაზე. სასიგნალო ტერმინებზე აქცენტირება (ისეთი სიტყვების გამოკვეთა, რომლებიც მიმართულია შეკრებისკენ, ან ისეთების, რომლებიც მიანიშნებენ გამოკლებას) ხელს უშლის ამოცანის პირობის სიღრმისეულ გააზრებას.
მიზანი: მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ტექსტიანი ამოცანების გაგება-გააზრების გასაუმჯობესებლად.
ამოცანაში დასმული პრობლემის გააზრება და ჩამოყალიბება:
  •          მათემატიკური ენის გაგება-გააზრება;
  •          რელევანტური ინფორმაციის განსაზღვრა;
  •          არარელევანტური ინფორმაციის იგნორირება;
  •          ნაკლული ინფორმაციის შევსება;
  •          ამოცანის პირობის ვერბალურად ან მოდელის სახით წარმოდგენა.

ამოცანის ამოხსნის ეტაპების განსაზღვრა და შესრულება:
  •          ამოცანის ამოსახსნელად გეგმის შემუშავება;
  •          მომზადებული გეგმის განხორციელება;
  •          ნამუშევრის შემოწმება.


საწრეო მუშაობის პროგრამა


თვე და რიცხვი
თემა
აქტივობა
რესურსი
     1          
21.03
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა წრის წევრებთან
სამუშაო თემატიკის გაცნობა და სასწავლო პროფილის განმსაზღვრელი სქემის შევსება
წინასწარ გამზადებული სქემა, კალამი
     2          
23.03
ამოცანების  ამოხსნა „ით მეტობა-ნაკლებობაზე. პირობისა და შეკითხვის გამიჯნვა
ამოცანების ამოხსნა კუბიკებისა და ნახატების გამოყენებით; ამოცანის პირობისა და შეკითხვის  გამიჯნვა და სხვადახვა ფერის ფანქრით შემოხაზვა.
სამუშაო ფურცელი,
კალამი,ფანქრები, მანიპულატივები
     3        
28.30
დიდ ტექსტიან ამოცანებში  თანმიმდევრობის დაცვა.
ნახატის მიხედვით “ით მეტობა ზე“ ამოცანების შედგენა
ამოცანის შეკითხვების  სრულად ამოწერა და  პასუხების ჩამოყალიბება; თითოეული წინადადების ცალ-ცალკე განხილვა და თანმიმდევრული გაანალიზება.
სამუშაო ფურცელი, კალამი, ფანქრები, სახაზავი
     4      
30.03
უმარტივესი საყოფაცხოვრებო ამოცანების ამოხსნა რაოდენობის მომატებაზე
ცნების „ამდენივე“ გაანალი-
ზება კუბიკების დახმარებით; ამოცანის ამოხსნისთვის საჭირო გამოთვლების და სქემის შედგენა.
სამუშაო ფურცელი, კალამი, მანიპულატივები
     5        
2.04
უმარტივესი საყოფაცხოვრებო ამოცანების ამოხსნა  გამოკლებაზე
საჭირო გამოთვლების შერჩევა და პასუხის ჩამოყალიბება.
სამუშაო ფურცელი, კალამი, ფანქრები
     6        
4.04
ორმოქმედებიანი საყოფაცხ. ამოც. ამოხსნა. ორი მოქმედების თანმიმდევრუ
ლად შესრულება
შეკითხვების ცალ-ცალკე განხილვა, როგორც დამოუკიდებელი ამოცანების; საჭირო გამოთვლების შერჩევა და პასუხების ჩამოყალიბება
სამუშაო ფურცელი, კალამი
     7      
11.04
შეკითხვების მოფიქრება მიმატების ამოცანისთვის. მთავარი სიტყვების მონიშნვნა

ამოცანის პირობის გააზრება, შეკითხვის მოფიქრება და
პასუხის ჩამოყალიბება; მთავარი სიტყვების მონიშვნა და მიმატების ამოცანების ამოცნობა ამოხსნის მარეშე.
სამუშაო ფურცელი, კალამი, ფანქრები
     8       
13.04
ამოცანის  პირობისთვის შესაბამისი შეკითხვის შერჩევა და ამ კითხვა-
ზე პასუხის გაცემა
მთავარი სიტყვების მონიშვნა, შესაბამისი შეკითხვის შერჩევა და საჭირო გამოთვლის ჩაწერა.
სამუშაო ფურცელი, კალამი, ფანქრები
     9      
18.04
მცირედ გართულებუ-
ლი ერთმოქმედებიანი საყოფაცხოვრებო  ამოცანების ამოხსნა„ით მეტობა ნაკლებობაზე“
მთავარი სიტყვების მონიშნვა, პირობისა და შეკითხვის გაანალიზება, ჩანახატების გაკეთება და საჭირო მოქმედების შერჩევა
სამუშაო ფურცელი, კალამი, მანიპულატივები
    10
20.04
გამოკლების ამოცანების გააზრება. საჭირო მოქმედების არჩევის უნარჩვევის გამომუშავება
მთავარი სიტყვების მონიშნვა, პირობისა და შეკითხვის გაანალიზება, საჭირო მოქმედების შერჩევა და ნამუშევრის თვითშემოწმება.
სამუშაო ფურცელი, კალამი, ფანქრები
    11    
25.04
შეკითხვების მოფიქრება გამოკლების ამოცანისთვის. ლოგიკური აზროვნე
ბის განვითარება
მოკლე ჩანაწერისა და სქემის შედგენა; შეკითხვებისა  და გამოთვლების შერჩევა.
სამუშაო ფურცელი, კალამი, ფანქრები
    12    
27.04
ერთმოქმედებიანი ამოცანების ამოხსნა მანძილსა და მოძრაობაზე
პირობისა და შეკითხვის გააზრება, სქემის შედგენა და საჭირო მოქმედების შერჩევა
სამუშაო ფურცელი, კალამი, ფანქრები
    13   
2.05
სქემის გამოყენება ერთმოქმედებიანი ამოცანების ამოსახსნელად
ამოცანის პირობი ნაწილ-ნაწილ გაანალიზება და შესაბამისი ნახაზების შექმნა
სამუშაო ფურცელი, კალამი, ფანქრები
    14  
4.05
ამოცანის შესაბამისი გამოსახულების არჩევა
ამოცანის პირობისა გაანალიზება და შეკითხვისთვის შესაბამისი მოქმედების  შერჩევა
სამუშაო ფურცელი, კალამი
    15   
9.05
შებრუნებულად მოცემული ამოცანების ამოხსნა
მთავარი სიტყვების მონიშვნა, სქემებისა და საჭირო მოქმედებების შედგენა
სამუშაო ფურცელი, კალამი, ფანქრები
     16   
11.05
ამოცანის აწყობა,
ამოცანის პირობის აწყობა და ამოხსნა
ამოცანის კომპონენტების გახსენება და დაჭრილი წინადადებების თანმიმდევრულად დალაგება
სამ. ფურცელი, კალამი, წინასწარ დაჭრილი ფურცლები, წებო
    17 
16.05
პასუხი რიცხვია თუ არა?
როგორი პასუხი შეესაბამება შეკითხვას?
ჩანაწერების გაკეთება, სავარაუდო პასუხების განხილვა და სწორი პასუხის დაფიქსირება
სამუშაო ფურცელი, კალამი
     18    
18.05
ამოცანის შედგენა დასაწყისით.
ამოცანის შედგენა მოცემული გამოსახულებით
ამოცანის პირობის გაგრძელება, შეკითხვის მოფიქრება და მისი ამოხსნა; ამოცანის გამოსახულების მიხედვით პირობისა და შეკითხვის შედგენა
სამუშაო ფურცელი, კალამი, ფანქრები
     19
23.05
ამოცანის შედგენა მოცემული ერთი სიტყვით. 
ამოცანის შედგენა მოცემული პასუხით

არჩეული სიტყვის ირგვლივ ამოცანის პირობისა და შეკითხვის შედგენა;
მოცემული პასუხის მიხედვით ამოცანის პირობისა და შეკითხვის შედგენა
სამუშაო ფურცელი, კალამი, ფანქრები
     20    
25.05
შემაჯამებელი ტესტი

მოსწავლეები დამოუკიდებლად მუშაობენ შესწავლილი მასალის მსგავს ამოცანებზე
სამუშაო ფურცელი, კალამი




No comments:

Post a Comment