Tuesday, May 29, 2018

მეოცე დღე


"პატარა მათემატიკოსებთან" ბოლო შეხვედრა შემაჯამებელ ტესტს დავუთმე. მოსწავლეები ინდივიდუალურად ისხდენენ და მუშაობდნენ სხვადასხვა ტიპის ამოცანებზე, რომლის მსგავსებსაც  ყოველდღიურ შეხვედრებზე განვიხილავდით.



Sunday, May 27, 2018

მეცხრამეტე დღე


"პატარა მათემატიკოსებმა" დღესაც ამოცანების შედგენაზე იმუშავეს. მოცემული ერთი სიტყვით შეადგინეს სამი ამოცანა. დაწერეს თითოეული ამოცანების პირობა და შეკითხვა. აქედან ერთი იყო შეკრებაზე, მეორე გამოკლებაზე, ხოლო მესამის პასუხი არ იყო რიცხვი.



Wednesday, May 23, 2018

მეთვრამეტე დღე



"პატარა მათემატიკოსებმა"  იმუშავეს ამოცანების შედგენაზე. განაგრძეს ამოცანის პირობა,  წინასწარ მოცემული პასუხების გათვალისწინებით დაწერეს შეკითხვები და ამოხსნა. გარდა ამისა, მოცემული გამოსახულებების გათვალისწინებით დაწერეს ამოცანის პირობა და შეკითხვა.



Monday, May 21, 2018

მეჩვიდმეტე დღე




"პატარა მათემატიკოსებმა", ამჯერადაც,
განსხავებულდავალებებზე იმუშავეს.
მათი მიზანი იყო ამოეცნოთამოცანები,
რომელთა პასუხები არ იყო რიცხვი. ამასთანავე,
იმსეჯელეს პირობის გარეშე მოცემულ შეკითხვებზე
და შეუსაბამეს სავარაუდო პასუხები.






მეთექვსმეტე დღე


"პატარა მათემატიკოსებს" დღეს განსხვავებული სამუშაო გარემო ჰქონდათ. ამოცანები  როგორც კომპონენტებად, ასევე  წინადადებებად იყო დაჭრილი. პირველ
შემთხვევაში კომპონენტების მიხედვით დაალაგეს დაჭრილი ფურცლები და თანმიმდევრულად ჩააწებეს თაბახის ფურცელზე. მეორე შემთხვევაში წინადადებებად დაჭრილი ამოცანის პირობა და შეკითხვა დაალაგეს თანმიმდევრობით, ხოლო ამოხსნა და პასუხი თავად დაწერეს.




Saturday, May 12, 2018

მეთხუთმეტე დღე


"მათემატიკოსებმა" განიხილეს შებრუნებულად მოცემული
ამოცანები. იმსჯელეს მთავარ სიტყვებზე, შეადგინეს
შესაბამისი სქემები, დაწერეს გამოთვლები და ჩამოაყალიბეს პასუხები.





Thursday, May 10, 2018

მეთოთხმეტე დღე


  "მათემატიკოსებმა" ამოცანისთვის შესაბამისი
გამოსახულების არჩევაზე იმუშავეს. გამიჯნეს მიმატებისა და გამოკლების ამოცანები, შეუსაბამეს გამოსახულებები და ჩამოაყალიბეს პასუხები.